„ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში პოლ თომას ანდერსონის ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ გაიმარჯვა. ფილმმა „ოსკარი“, საერთო ჯამში, 6 ნომინაციაში მოიპოვა. წლის საუკეთესო რეჟისორად, ამავე ფილმისთვის, პოლ თომას ანდერსონი დასახელდა. „ოსკარი“ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში მაიკლ ჯორდანმა მოიპოვა ფილმში „ცოდვილები“ შესრულებული როლისთვის. წლის საუკეთესო მსახიობ ქალად კი ჯესი ბაკლი დასახელდა ფილმისთვის „ჰამნეტი“. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ირლანდიელი მსახიობია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.