ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში ობიექტურ რეალობას ასახავს და პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ - Palitra News

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში ობიექტურ რეალობას ასახავს და პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ

2026-03-16 09:20:19+04:00

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში ობიექტურ რეალობას ასახავს და პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ. მათი მტკიცებით, ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არადემოკრატიული ძალაა. გასულ კვირას ეუთომ "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და მოცემულია რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებით.