რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ცაგერში, ლენტეხსა და ონში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა, ისევე, როგორც სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.