რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - 145 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, მათ შორის 46 მოსკოვისკენ მიფრინავდა - Palitra News

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - 145 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, მათ შორის 46 მოსკოვისკენ მიფრინავდა

2026-03-16 10:16:03+04:00

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ოლქების თავზე 145 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ღამის განმავლობაში, 15 მარტს, მოსკოვის დროით 23:00 საათიდან 16 მარტს, მოსკოვის დროით დილის 8:00 საათამდე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 145 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და გაანადგურეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი - 53 დრონი - მოსკოვის ოლქში ჩამოაგდეს, მათ შორის 46 მოსკოვისკენ მიფრინავდა.