კაია კალასი - განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის - Palitra News

კაია კალასი - განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის

2026-03-16 12:40:46+04:00

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარ დღის წესრიგში ვკითხულობთ: „საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან“. ევროპელი ლიდერების შეფასებით, საქართველოში სიტუაცია სულ უფრო სერიოზული ხდება... ამ ეტაპზე ევროკავშირმა დიპლომატიური პასფორტების მფლობელთათვის ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, კიდევ რა ზომების მიღებას აპირებს ევროპული გაერთიანება და როგორია საკითხზე შეფასებები საქართველოში?