ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის განცხადებით, დასკვნამ ცხადყო, რომ დღეს საქართველოში დამყარებულია დიქტატურა, ნათლად ჩანს სახელმწიფოს მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და პოლიტიკური მრავალფეროვნების მოსპობა. ოპონენტები მიიჩნევენ რომ ჰააგის სასამართლოში საქმის წაღების არა თუ შანსი, არამედ რეალური წინაპირობა არსებობს. საპირისპიროს ამტკიცებენ "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობის წევრების შეფასებით, "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში სიცრუითაა გაჯერებული, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი დოკუმენტია. ირაკლი კობახიზემ თქვა ისიც, რომ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია, თუმცა ცნობები წამების შესახებ, მტკნარი სიცრუეა. რაში ეთანხმება და არ ეთანხმება "ქართული ოცნება" ეუთოს ექსპერტებს და აპირებს თუ არა ხელიფლება რეკომენდაციების შესრულებას?