არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანულ რაკეტებსა და დრონებს იგერიებენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება., რომ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა და ფრენები დროებით შეჩერდა. ირანი მზაობას გამოთქვამს ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ამ მიზნით ირანს რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიმართა. სწორედ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის დახმარებას ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაში დახმარების გაწევა მიზანშეწონილია იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც სრუტით სარგებლობენ. ტრამპის მტკიცებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ნავთობზე, რომელიც სპარსეთის ყურეში მოიპოვება და თუ საკითხი რეაგირების გარეშე დარჩება ეს ძალიან მძიმე შედეგბის მომტანი იქნება ნატოს ქვეყნებისთვის.