შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი - სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი - სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

2026-03-16 12:51:54+04:00

„აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“ - ეს განცხადება "ლელო ძლიერ საქართველოს" ეკუთვნის. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ლელოს ინიციატივას აკრიტიკებენ ოპოზიციური ალიანსის წევრები. ვინ ეწიინაღმდეგება დიალოგს და ვინ რჩება წინაარმდეგობის რეჟიმში.