რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, იქნება თუ არა მომდევნო ნაბიჯი უვიზო რეჟიმის გამოუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის - Palitra News

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, იქნება თუ არა მომდევნო ნაბიჯი უვიზო რეჟიმის გამოუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის

2026-03-16 15:41:31+04:00

დიპლომატიური პასპორტების ქართველი ფლობელებისთვის ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესები საპასუხოდ მომდევნო ნაბიჯებზე მსჯელობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან ერთად საქართველოს შესახებაც ისაუბრებენ. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, იქნება თუ არა მომდევნო ნაბიჯი უვიზო რეჟიმის გამოუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? გადაწყვეტილების მიღებამდე ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.