„აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“ - ეს განცხადება ლელო ძლიერ საქართველოს ეკუთვნის. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. "ლელოს" ინიციატივას აკრიტიკებენ ოპოზიციური ალიანსის წევრები. ვინ ეწიინაღმდეგება დიალოგს და ვინ რჩება წინაარმდეგობის რეჟიმში.