პოლიციამ მარნეულში გამოძალვის ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, მარნეულში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს მობილურ ტელეფონებზე დაუკავშირდნენ უცნობი პირები კრიმინალური ავტორიტეტის ,,ფოლადა“-ს სახელით და მოსთხოვეს თანხების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრნენ. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.