„აბსოლუტურად სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი დოკუმენტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - შექმნას საინფორმაციო ხმაური“ - ასე აფასებენ “ქართულ ოცნებაში” ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს. ხელისუფლება ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, ამბობს, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია პარტიების აკრძალვის შესახებ შეტანილი სარჩენილის უკან გატანას ეხება, რასაც უკრაინამ და მოლდოვამაც მხარი დაუჭირა, არადა სწორედ ამ ქვეყნებს გაუქმებული აქვთ პარტიები საკუთარ ქვეყნებში. მათი შეფასებით,საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა ეუთოს წევრი ქვეყნების უმცირესობამ 57-დან 24-მა ქვეყანამ, რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” კრიტიკა სრულ თანხვედრაშია არადემოკრატიული ქვეყნების პასუხთან როგორიც ეს ბელორუსში ან რუსეთში იყო.