სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს - Palitra News

სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს

2026-03-16 15:53:45+04:00

ტემპერატურის მატებასთან ერთად, მოზამთრე ფაზიდან გამოსული აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ ინაცვლებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას იწყებს. დროული რეაგირებისა და რისკის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს. ინტენსიური წამლობების დაწყებამდე, სააგენტოს სპეციალისტები სპეციალური სხაფანგების“, განთავსებას იწყებენ. მონიტორინგის შედეგად კი, შემდეგ ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით მეთოდით დაიწყება.