ევროკავშირმა ბუჩაში ომის დანაშაულების ჩამდენი ცხრა რუსი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა - Palitra News

ევროკავშირმა ბუჩაში ომის დანაშაულების ჩამდენი ცხრა რუსი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

2026-03-16 18:24:14+04:00

ევროკავშირმა ბუჩაში ომის დანაშაულების ჩამდენი ცხრა რუსი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, სანქციები დაუწესდა რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ყოფილ მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩაიკოს.

ასევე, ევროკავშირმა სანქციების სიაში დაამატა სხვა რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში უკრაინაში რუსეთის ძალებს მეთაურობდნენ და ბუჩაში მაცხოვრებლების წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები ჩაიდინეს.

„მათი მეთაურობით ჯარები მონაწილეობდნენ ძარცვაში, წამებასა და მკვლელობებში. მათი ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სანქციები მათი აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას მოიცავს.