რადოსლავ სიკორსკი - ცოტათი შემაშფოთებელია, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს მოიხსენიებს, როგორც „ისინი“ და არა „ჩვენ“ - Palitra News

რადოსლავ სიკორსკი - ცოტათი შემაშფოთებელია, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს მოიხსენიებს, როგორც „ისინი“ და არა „ჩვენ“

2026-03-16 18:50:29+04:00

ცოტათი შემაშფოთებელია, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს მოიხსენიებს, როგორც „ისინი“ და არა „ჩვენ“, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მოკავშირე სახელმწიფოები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს განაცხადებენ, ეს „ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“.

სიკორსკის თქმით, ჰორმუზის სრუტის დასაცავად საერთო ოპერაციის შესახებ აშშ-სგან ნატო-ს დონეზე მოთხოვნა არ ყოფილა.

„ჩემი ინფორმაციით, ნატო-ში შესაბამისი პროცედურები არ ამოქმედებულა. თუ აშშ ჰორმუზის სრუტის დაცვის საკითხზე ნატო-ს მიმართავს, მაშინ ჩვენ ამას განვიხილავთ. თუმცა, როგორც იცით, პრეზიდენტმა ნავროცკიმ ამ ოპერაციაში პოლონეთის მონაწილეობა გამორიცხა“, - აღნიშნა სიკორსკიმ.