ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს ხელისუფლება მწვავედ აკრიტიკებს და მას სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა შექმნილ დოკუმენტად აფასებს - Palitra News

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს ხელისუფლება მწვავედ აკრიტიკებს და მას სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა შექმნილ დოკუმენტად აფასებს

2026-03-16 20:30:46+04:00

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს ხელისუფლება მწვავედ აკრიტიკებს და მას სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა შექმნილ დოკუმენტად აფასებს. მმართველი გუნდის თქმით, მისი მიზანი მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის გამოწვევაა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ამ ანგარიშში ერთ-ერთ რეკომენდაციად პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის უკან გაწვევაა მითითებული. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საკუთარ ქვეყნებში უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებსაც აქვთ მიღებული.

ხელისუფლებაში ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 24-მა დაუჭირა მხარი და ამ ჩამონათვალში სწორედ ის სახელმწიფოები არიან, რომლებიც საქართველოს მიმართ, მათივე შეფასებით, მტრული პოლიტიკით გამოირჩევიან. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების რეაქცია იმგვარ პასუხს ჰგავს, როგორსაც მსგავს კრიტიკაზე რუსეთი და ბელარუსი იძლევიან.