პარტია „ლელო ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაპირისპირების გაგრძელება ქვეყნისთვის საზიანო იქნება.
აღნიშნულ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში - პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ლელოსთან“ და თავის მხრივ „ლელოს“ „ქართულ ოცნებასთან“ სალაპარაკო არ აქვთ - პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უნდა ესაუბრონ საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო მათი ზოგიერთი წევრი - სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც, პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ მათთან დაკავშირებული საქმეებია. „ლელოს“ ინიციატივასა და მათ პოზიციას ხელისუფლების ოპონენტთა ყველა წარმომადგენელი არ იზიარებს.