ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - Palitra News

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2026-03-16 20:34:01+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მიქაუტაძეს სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა ორი წლის ვადით. მას ჩამოერთვა ქონებაც - ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, სამი ავტომობილი, ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები. ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა „ნახიდურჰესის“ 15%-იანი წილი.პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მიქაუტაძე კორუფციულ დანაშაულებში, მათ შორის ფულის გათეთრებაში, დამნაშავედ ცნო.ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე კი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს ასეთი შედეგი წინასწარ ჰქონდა ნავარაუდევი და სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს. მისი თქმით, ბრალდებულს არასდროს უთქვამს, რომ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, თუმცა დაკავებას „კლანებს შორის დაპირისპირებას“ უკავშირებდა.