ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ.
„მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამასთან, კალასის ცნობით, სომხეთის თხოვნით, 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი ქვეყანაში სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის.
„სომხეთის თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი ჰიბრიდულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის, რათა ქვეყანას არჩევნების წინ არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს“, - აღნიშნა კალასმა.