საპატრიარქო - კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი, მდგომარეობა პრობლემური, თუმცა სტაბილურია - ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას - Palitra News

საპატრიარქო - კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი, მდგომარეობა პრობლემური, თუმცა სტაბილურია - ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას

2026-03-17 08:57:29+04:00

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.