ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ. შესაბამისი განცხადება კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. კალასის ცნობით, სომხეთის თხოვნით, 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი ქვეყანაში სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის.