"ქართული ოცნება" ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში გაჟღერებულ მოსაზრებებს, სიცრუეს უწოდებს. მათი განცხადებით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მთავრობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება არ გამოუყენებია. ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ რომ რეკომენდაციების უგულებელყოფა, შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ქართული ოცნების წარმომადგენლების-მიზნობრივი სანქცირების დაწესების საფუძველი გახდეს. მათივე თქმით, დიდია ალბათობა რომ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები საბოლოოდ-ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლდნენ.