ტრამპმა ჩინეთს პეკინში ვიზიტის გადადება სთხოვა. ამის შესახებ თავად ტრამპმა უთხრა ჟურნალისტებს 16 მარტს, თეთრ სახლში.
„ომის გამო მინდა, რომ აქ ვიყო. ვგრძნობ, რომ აქ უნდა ვიყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. 15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნატოელი მოკავშირეებისა და ჩინეთისგან ითხოვენ ჩართვას ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს დახმარების შესახებ ჩინეთის პოზიცია შეხვედრამდე იცოდეს და მისი გადადება არ გამორიცხა.