„თუ ამ ომის დასრულება გვინდა, მოსკოვს ნაკლები ფული უნდა ჰქონდეს ამ ომისთვის და არა - მეტი“, - განაცხადა 16 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა. მის თანახმადაც, აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობზე სანქციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ევროპა შეინარჩუნებს სანქციებს და გააგრძელებს რუსეთის წიაღისეული საწვავისგან დისტანცირებას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ „მოსკოვი ცდილობს იხეიროს ენერგორესურსებზე ფასის ზრდით“. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „უკრაინა რჩება ევროპის უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტად“ და არ დაუშვებენ მის მიმართ ყურადღების განელებას.