უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს - Palitra News

უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

2026-03-17 11:47:16+04:00

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ ნანუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, უწყებაში „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული.

„სუს-მა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთო-ს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? „მოსკოვის მექანიზმი“ როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ”,- წერს ნანუაშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ნანუაშვილი უწყებაში დღეს, 15:00 საათზეა დაბარებული.