აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა ოჯახის წევრები სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობენ - Palitra News

აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა ოჯახის წევრები სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობენ

2026-03-17 12:29:59+04:00

აჭარაში სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს. როგორც ადგილობრივი აცხადებს, ორმა პირმა, ძმებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაკეთდება.