ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმის’’ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, მმართველმა ძალამ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა - რ გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში განცხადებას - Palitra News

ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმის’’ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, მმართველმა ძალამ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა - რ გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში განცხადებას

2026-03-17 12:34:20+04:00

ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმის’’ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, მმართველმა ძალამ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. გუშინდელ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ანგარიშის ავტორი ცრუ შეფასებების გაკეთებაში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ დოკუმენტი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახითაა შედგენილი, რომელიც ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ პასუხობს. განსხვავებით მმართველი გუნდისა, მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნიშანდობლივია ოპოზიციისთვის. ოპონენტების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით დასკვნაშია აღნიშნული, უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიდია ალბათობა, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები საბოლოოდ-ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლდნენ.