შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა

2026-03-17 12:38:40+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა პირის შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა აიღო.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.