ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიკვიდირებულია ირანის „ბასიჯის“ დაჯგუფების მეთაური.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის გასამხედროებული დაჯგუფების, „ბასიჯის“ მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად „ბასიჯის“ მეთაურის მოადგილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ლიკვიდაციაც განხორციელდა.
ცნობისთვის, „ბასიჯი“ მოხალისეობრივი გასამხედროებული დაჯგუფებაა, რომელიც ირანში რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს ძალადობრივად შლის და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას იყენებს.