პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამსჯელოდ კავკასიის მედიცინის ცენტრში კონსილიუმი შეიკრიბა. პარალელურად, შეკრებილები არიან სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები. ამ ეტაპზე უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანა ან პატრიარქის სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ იგეგმება. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია. ადგილზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ცოტნე შაორშაძე ცდილობს დეტალების გარკვევას. მას კავკასიის მედიცინის ცენტრიდან ვრთავთ.