თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობამ 295 მლნ დოლარს გადააჭარბა - Palitra News

თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობამ 295 მლნ დოლარს გადააჭარბა

2026-03-17 14:07:12+04:00

თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობამ 295 მლნ დოლარს გადააჭარბა. ეს კი 17.1% -ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ თებერვალში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, წლიური ზრდის ტემპი კი 19.7%-ია. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. თუმცა თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოიგზავნა, რომლის წილადაც მთელი ფულადი გზავნილების თითქმის 15% მოდის და ერთ თვეში 54 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მას მოსდევს იტალია, თითქმის 53 მილიონი დოლარით და რუსეთი 36 მილიონი დოლარით. ფულადი გზავნილების გეოგრაფია ნათლად ცხადყოფ ქართველი ემიგრანტების ყველაზე მაღალი კონცენტრაციის ადგილებს.