პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დასრულდა - რა კითხვები დაისვა სასესიო დარბაზში - Palitra News

პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დასრულდა - რა კითხვები დაისვა სასესიო დარბაზში

2026-03-17 15:34:21+04:00

პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან. მისივე სიტყვებით, მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის რყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ და რა კითხვები დაისვა სასესიო დარბაზში?