ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტს არეგისტრირებს - Palitra News

ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტს არეგისტრირებს

2026-03-17 15:44:15+04:00

ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტს არეგისტრირებს. პარტიის დეპუტატის, სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, კანონპროექტი გულისხმობს ადმინისტრაციული სახდელისგან იმ მოქალაქეების გათავისუფლებას, რომელთაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით და რომელთა მიმართ 174-ე პრიმა მუხლით გამოცემულია დადგენილება 2026 წლის 1-ელ მარტამდე და შეფარდებულია ჯარიმა.