ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ხელისუფლების ოპონენეტებზე ძალადობასა და ადამიანის უფლებების შემზღუდავ კანონებზე მიუთითებს, ანგარიშის შინაარს იზიარებს ოპოზიცია, თუმცა ქართული ოცნება აცხადებს, რომ დომუმენტი გაჯერებულია ტყუილებით, და დასკვნა ანგაჟირებული და მიკერძოებულია. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით საქართველო შანტაჟსა და მუქარას არ ექვემდებარება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დოკუმენტი ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის გამოეყენებინა, უმრავლესობა საკუთარი ანტიდემოკრატიული განცხადებებით ქვეყნის ევროპულ კურს კიდევ უფრო საფრთხეში აგდებს.