პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე დამატებითი დეტალები 18 მარტს, წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება - Palitra News

პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე დამატებითი დეტალები 18 მარტს, წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება

2026-03-18 01:55:24+04:00

პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე დამატებითი დეტალები 18 მარტს, წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება. შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, 18 მარტს, 14:00 საათზე, გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, რის შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესის და უნეტარესისის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პატრიარქს, ხვალ გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში.

საქართველოს საპატრიარქოს შენობა სასულიერო პირთა ნაწილმა უკვე დატოვა. საპატრიარქოს შენობა, ცოტა ხნის წინ, ასევე, დატოვეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა.