რუმინეთის პატრიარქი - ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ - Palitra News

რუმინეთის პატრიარქი - ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ

2026-03-18 09:02:07+04:00

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, თანამედროვე მართლმადიდებლობის მაღალღირსი მოღვაწისა და სარწმუნოების ურყევი აღმსარებლის, გარდაცვალების შესახებ, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელების, ასევე განახლების პერიოდებში. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა თაობიდან თაობამდე!“- აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.