სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მას პატივი მიაგონ - Palitra News

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მას პატივი მიაგონ

2026-03-18 09:24:12+04:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი კლინიკაში 17 მარტს კუჭიდან მასიური სისხლდენის დიაგნოზით მოათავსეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის, ილია II კლინიკიდან უკვე გადასვენებულია საპატრიარქოში. უახლოეს საათებში კი პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მას პატივი მიაგონ.

ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი ათწლეულების განმავლობაში იყო და მისი სახელი ქვეყნის თანამედროვე ისტორიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები.