საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების მიხედვით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის მართვას დროებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ახორციელებს - Palitra News

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების მიხედვით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის მართვას დროებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ახორციელებს

2026-03-18 09:26:53+04:00

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების მიხედვით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის მართვას დროებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ახორციელებს.

ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მოხდება გაფართოებულ კრებაზე, რომელიც მოწვეული უნდა იყოს ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა.

მანამდე წმინდა სინოდი შეარჩევს სამ კანდიდატს, რომლებიც კრებაზე წარდგებიან. საბოლოო არჩევანს მხოლოდ მღვდელმთავრები აკეთებენ და გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს ქართველი, მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და იყოს 40-დან 70 წლამდე ასაკის.

არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება.

ეს პროცესი განსაზღვრავს საქართველოს ეკლესიის მომავალ სულიერ ლიდერს, რომელიც ილია II-ის მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ ეკლესიას უხელმძღვანელებს.