ილია II-ის გარდაცვალებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა - Palitra News

ილია II-ის გარდაცვალებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

2026-03-18 09:27:46+04:00

ილია II-ის გარდაცვალებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. სამძიმარს გამოთქვამენ როგორც უცხო ქვეყნების ხელისუფლებები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ილია II მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება.

სამძიმარი გაავრცელა საქართველოში თურქეთის საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ პატრიარქი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.

ისრაელის მხარე ხაზს უსვამს მის როლს ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და საზოგადოების გაერთიანებაში.

გარდაცვალებას გამოეხმაურა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქიც, რომელმაც ილია II თანამედროვე მართლმადიდებლობის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად შეაფასა.

საერთაშორისო განცხადებებში ილია II-ის მოღვაწეობა შეფასებულია როგორც მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.