სლოვაკეთის საელჩო - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო - Palitra News

სლოვაკეთის საელჩო - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო

2026-03-18 11:16:23+04:00

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუს ბუსოვსკი სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, - აცხადებს ელჩი.

ცნობისთვის, გუშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.