საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან - Palitra News

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან

2026-03-18 12:26:15+04:00

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. სინოდის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.