ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია. მათივე განცხადებით, ირანი ამის გამო შურს იძიებს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ისრაელში ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის შედეგად 2 ადამიანია დაღუპული. რა ეტაპზეა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი.