საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე სამსჯელოდ საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს . არის ცნობა იმის შესახებ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სურვილი იყო, სიონის ტაძარში დაკრძალულიყო, თუმცა ეს საკითხი სინოდმა უნდა დაადგინოს. სასულიერო პირებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც პატრიარქის სამების საკათედრო ტაძარში დაკრძალვის ინიციატივით გამოდიან. დაკრძალვის ადგილთან ერთად სინოდმა დაკრძალვის თარიღიც უნდა დაადგინოს. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ადგილზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფიც.