1977 წელი, ილია მეორის საქართველოს პატრიარქად არჩევა - ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი და 2026 წელი - ეპოქის დასასრული. საქართველო და სრულიად მართმადიდებელი სამყარო ილია მეორის განვლილ გზას იხსენებს. როგორ მივედით ერთ დროს დახურული ტაძრების, შემცირებული მრევლისა და თითქმის განადგურებული სასულიერო ინფრასტრუქტურიდან ეკლესიის აღორძიენებამდე და სულიერი იდენტობის შენარჩუნებამდე. პატრიარქობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია, პერიოდი, რომელიც აერთიანებს საბჭოთა წარსულს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ომებსა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.