ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასრულდა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას თითქმის ერთი საათის განმავლობაში აძლევდა. როგორც აღნიშნა, მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც, დასმული კითხვებისა და გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა აღნიშნა, რომ “მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით სუს-ში მიმდინარე გამოძიებით საქართველოს ხელისუფლება არღვევს ეუთოს მოთხოვნებს, რადგან როგორც ნანუაშვილმა განმარტა, ხელისუფლება ვალდებულია “მოსკოვის მექანიზმთან” ითანამშრომლოს და დაიცვას იმ პირთა უფლებები, რომელთაც ექსპერტებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია ექნებათ. მეტს ეკა ლემონჯავა გვეტყვის.