პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ - Palitra News

პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ

2026-03-18 16:06:57+04:00

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სიონის საკათედრო დაკრძალავენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს მეუფე გიორგიმ განუცხადა, პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია 22 მარტს გაიმართება და მას მისი სურვილის შესაბამისად, სიონში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.