საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობს. ილია II-ის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მისვლისა და მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ. ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. მერაბ პაპაშვილს ვრთავთ სამების საკათედრო ტაძარში.