"საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას - ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, კარგი, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა. ზახაროვას თქმით, საქართველოსთან ურთიერთობები რუსეთის ინიციატივით არ გაწყვეტილა, და ბოლო წლებში ეკონომიკური, ჰუმანიტარული კავშირები დაიწყო - არის არა მხოლოდ „კონკრეტული გამოვლინებები, არამედ შედეგებიც“. ზახაროვას განცხადებითვე, რუსული მხარე ხედავს , როგორ ამბობს ამჟამინდელი მთავრობა, რომ იხელმძღვანელებს ქართველი ხალხის ნებით და სურს ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა.