თბილისის მერია - 21-22 მარტს, ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით - Palitra News

თბილისის მერია - 21-22 მარტს, ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით

2026-03-19 12:51:26+04:00

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 21-22 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით, რაც შეეხება მეტროს, ისიც მგზავრებს ორივე დღეს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.

„თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

მუნიციპალური ტრანსპორტი, მთელი ქალაქის მასშტაბით, იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით, რაც შეეხება მეტროპოლიტენს, ისიც მგზავრებს ორივე დღეს ჩვეულ რეჟიმში - 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა".

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.