სენატორები და კონგრესმენები ამერიკულ მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს. განცხადების თანახმად, “ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათლად ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ქართველ ხალხს მათ მძიმე ბრძოლაში მოპოვებულ თავისუფლებას პარავს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ“ აქცევს. რას ითხოვენ სენატორები და კონგრესმენები და როგორ აფასებენ დასავლელი პოლიტიკოსები პოზიციას საქართველოში?